საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სურინამის რესპუბლიკა

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და სურინამის რესპუბლიკას შორისდამყარდა 2011 წლის 27 მაისს.

სურინამის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი:

  • დავით სოლომონია - 2016 - დღემდე
  • ოთარ ბერძენიშვილი (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) - 2011 წლის ნოემბრიდან - 2016 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში.

განხორციელებული ვიზიტები და შეხვედრები:

2010 წლის ნოემბერში გაერო-სთან ლათინური ამერიკის ქვეყნების ელჩების ვიზიტისფარგლებში საქართველოს ეწვია გაერო-ში სურინამის რესპუბლიკის მუდმივიწარმომადგენელი ჰენრი მაკ-დონალდი.

2011 წლის 14-15 ივნისს, სურინამის რესპუბლიკის დედაქალაქ პარამარიბოში გაიმართაპოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და სურინამის საგარეო უწყებებს შორის. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და სურინამს შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისოორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხები.

2011 წლის 28 ივლისს პერუს პრეზიდენტის ოლანტა ჰუმალას ინაუგურაციის ფარგლებშიგაიმართა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა სურინამისრესპუბლიკის პრეზიდენტთან დესირე დელანო ბოუტერსთან.

2011 წლის დეკემბერში სურინამის დედაქალაქ პარამარიბოს ეწვია საქართველოს განათლების სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის ნოდარ სურგულაძის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში სურინამის ერთერთი ყველაზე დიდი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს საქართველოში წარმოებული 100 კომპიუტერი „ბუკი“ და ხუთი „ჭკვიანი დაფა“ გადაეცა.

სამართლებრივი ბაზა:

ურთიერთგაგებათა მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა დასურინამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობისშესახებ. ხელი მოეწერა გაერო-ს გენერალური ასამბლეის დროს 2011 წლის 20 სექტემბერს.