საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკას შორის დამყარდა 2011 წლის 8 აპრილს.

საქართველოს მიერ ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკის დიპლომატიური გადაფარვა ხორციელდება ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აკრედიტირებული საქართველოს საელჩოს მიერ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში(რეზიდენციით ქ. ბრაზილია):

  • დავით სოლომონია - 2016 - დღემდე;
  • ოთარ ბერძენიშვილი: 2015 წლის 15 სექტემბერი - 2016 წლის 1 ოქტომბერი;,

პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასთან ერთად, მიმდინარეობს მუშაობა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხებზე, მხარეები თანამშრომლობენ მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში.