საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ღია კარის დღე საელჩოში

2018 წლის 4 ოქტომბერს ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ღია კარის დღეს უმასპინძლა. საელჩოს ბრაზილიის ფედერალური ოლქის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ ნორჩ სტუმრებს გააცნო ინფორმაცია საქართველოს შესახებ, წარუდგინა საცნობარო მასალები ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობებთან დაკავშირებით. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა არა ერთი შემეცნებითი აქტივობა. მოეწყო სიმბოლური მოგზაურობა საქართველოში, რომლის დროსაც მოსწავლეებს „პასპორტებში“ სპეციალური შტამპით დაუდასტურდათ საქართველოში „სტუმრობის“ ფაქტი. მოსწავლეებმა ასევე ქართულ ენაზე შეასრულეს ხელნაწერები, რის შედეგადაც გადაეცათ სიგელები და საჩუქრები.

ღია კარის დღე ბრაზილიის ფედერალური ოლქის გუბერნატორის მეუღლის, მარსია როლენბერგის პატრონაჟით გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლე ახალგაზრდებში და ზოგადად ბრაზილიურ საზოგადოებაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება.