საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ვიზიტი ქ. ბრაზილიის ფუნდამენტური სწავლების ცენტრში

2018 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია, ქ. ბრაზილიის ფუნდამენტური სწავლების 02 ცენტრს ეწვია. ვიზიტი ბრაზილიის ფედერალური ოლქის გუბერნატორის მეუღლის, მარსია როლენბერგის პატრონაჟით მოქმედი პროგრამის - საელჩოების ღია კარი დღის ფარგლებში გაიმართა.

ელჩის სტუმრობა სკოლაში შესაბამისი ღონისძიებებით აღინიშნა. კერძოდ, სკოლის ადმინისტრაციამ ელჩს გააცნო ბრაზილიის სკოლების დაწყებით კლასებში  მოქმედი საგანმანათლებლო სტრუქტურა და სასწავლო პროგრამა, რასაც საგანმანათლებლო ცენტრი მოსწავლეებს სთავაზობს. ვიზიტი სააქტო დარბაზში ბავშვებთან შეხვედრით გაგრძელდა. ელჩმა შეკითხვები დაუსვა სკოლის მოსწავლეებს საქართველოს შესახებ და კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა სიმბოლური სუვენირებით.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ელჩის საპატივსაცემოდ შეასრულეს ტრადიციული ბრაზილიური სიმღერები და ცეკვები, მათ შორის ცეკვა მაკულელე.
ვიზიტის დასასრულს ელჩმა მადლობა გადაუხადა სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს გულთბილი დახვედრისათვის და გამოთქვა მზადყოფნა, რომ საელჩო მომავალში მჭიდროდ ითანამშრომლებს აღნიშულ საგანმანათლებლო ცენტრთან. 

მოსწავლეებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღეს.