საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემა - ტრინიდადი და ტობაგო

ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის საგარეო და „კარიკომ“-ის საქმეთა სამინისტროს მუდმივმოქმედ მდივანს, ქალბატონ რიტა ტუსენს.
სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს ელჩსა და მუდმივმოქმედ მდივანს შორის გამართული შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.