საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია - დიპლომატიურ ბაზრობა

2018 წლის 10 ნოემბერს, ქ. ბრაზილიაში დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელების მეუღლეთა ჯგუფის (GCCM) ორგანიზებით ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია - დიპლომატიურ ბაზრობა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ბრაზილიაში აკრედიტებულ საელჩოებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიეცათ შესაძლებლობა დამთვალიერებლებისათვის წარედგინათ ტრადიციული და ეროვნული პროდუქტების ნაირსახეობა.

 
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღო საქართველოს საელჩომ. სპეციალურად მომზადებულ სივრცეში ვიზიტორებს საელჩომ შესთავაზა ამ დღისთვის შერჩეული ორიგინალური ხელნაკეთი ნივთები, კერამიკის ნაკეთობები და სასაჩუქრე სუვენირები. ვიზიტორებს შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე დაეგემოვნებინათ ტრადიციული ნობათი, ქართული წარმოების ტკბილეული და სასმელები. დაინტერესებულ პირებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საქართელოს ღირშესანიშნაობების, კულტურისა და ისტორიის შესახებ.

 ვიზიტორთა განსაკურებული ყურადღება მიიქცია  უნიკალურმა ქართულმა დამწერლობამ.