საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ბრაზილიის ეროვნულ არქივში

2018 წლის 21 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონია შეხვედრა გამართა ბრაზილიის ეროვნული არქივის რეგიონულ კოორდინატორთან, მარიანა კარიჟუსთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ბრაზილიის ეროვნული არქივების სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, საქართველოსა და ბრაზილიის ისტორიის ამსახველი მასალების შესწავლას, მათი ასლების გაცვლასა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას.

ამ მიმართულებით, საუბარი შეეხო კონკრეტულ ინსტრუმენტებს, რომლის საშუალებითაც ორი უწყება სამომავლოდ შეძლებს თანამშრომლობის განვითარებას თავიანთი საარქივო ბაზების გამდიდრების მიზნით.