საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბრაზილიის ფედერალური ოლქის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია

2018 წლის 26 ნოემბერს ბრაზილიის ფედერალური ოლქის განათლების სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა ოფიციალური ცერემონია, რომელზეც ბრაზილიის ფედერალური ოლქის გუბერნატორმა, როდრიგო როლემბერგმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დავით სოლომონია საპატიო მედლითა და სამახსოვრო სიგელით დააჯილდოვა, საელჩოს მიერ ოლქის გუბერნატორის მეუღლის მარსია როლემბერგის პატრონაჟით მოქმედი პროგრამის „საელჩოების ღია კარი დღე“ განვითარების საქმეში გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.