საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კულტურული ღონისძიება საელჩოში

ა.წ. 27 ნოემბერს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ბრაზილიის ფედერაციულ რესუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლემ, ოლენა ტერენტიევამ ქ. ბრაზილიაში არსებული დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელების მეუღლეთა კლუბის მხარდაჭერით, საქართველოს საელჩოში უმასპინძლა ღონისძიებას. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგენილ იქნა ფოტო და საინფორმაციო მასალა ქართული კულტურის, ცივილიზაციისა და ლიტერატურის შესახებ. ამ მხრივ, განსაკურებული ყურადღება დაეთმო შოთა რუსთაველს და მის უკვდავ პოემას – „ვეფხისტყაოსანს“.

მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ უნიკალური ქარული დამწერლობის სამ სახეობას. ქართული ანბანის პოპულარიზაციის მიზნით, სტუმრებმა შეასრულეს კალიგრაფიული ჩანაწერები ქართულ ენაზე, რის შედეგადაც მათ გადაეცათ  სამახსოვრო სიგელები.

ღონისძიების დასასრულს საქართველოს საელჩო სტუმრებს ქართული ჩაით,  ნობათითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა.