საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ბრაზილიის ვაჭრობის და სოციალური სამსახურის რიო დე ჟანეიროს რეგიონული წარმომადგენლობისა და სოციალური პლატფორმის „Brasil Cena Aberta“’-ს დირექტორებთან

2019 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - დავით სოლომონია შეხვდა  ბრაზილიის ვაჭრობის და სოციალური სამსახურის რიო დე ჟანეიროს რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორს რეჟინა პინიაოს და სოციალური პლატფორმის „Brasil Cena Aberta“’-ს დირექტორს ანრეა ცარუზო სატურნინოს. 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კულტურის დარგში მომუშავე ქართველი და ბრაზილიელი ხელოვანების შემოქმედების ორმხრივად წარმოჩენას და ორი ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

 

 ამ მხრივ ყურადღება გამახვილდა გაცვლითი პროგრამების და სხვადასხვა შემეცნებითი ვორქშოფების ორგანიზების  მნიშვნელობაზე, რაც საქართველოსა და ბრაზილიას შორის კულტურულ ურთიერთობებს გააღრმავებს.