საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ღვინის პრეზენტაცია

2019 წლის 19 ოქტომბერს, ქ . ბრაზილიაში პრემიუმ კლასის ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა ქსელის Más Vino მიერ გაიმართა ქართული ღვინის კომპანია "მეღვინეობა შილდას"პროდუქციის პრეზენდაცია, რომლის ფარგლებშიც წარგენილ იქნა ღვინის 11 სხვადასხვა სახეობა და სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ უნიკალური ქართული ღვინო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონია, ასევე კულინარიის სფეროსა და სომელიეთა გაერთიანების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ შილდა არის მეორე კომპანია, რომელიც ახორციელებს ღვინის ექსპორტს ბრაზილიაში. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ იზრდება როგორც ქართული ღვინის სახეობების, ისე მწარმოებელი კომპანიების რიცხვიც ბრაზილიურ ბაზარზე.