საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნა ქ. სან პაულოში

2019 წლის 24 ოქტომბერს სამხრეთ ამერიკის უმსხვილეს ქალაქ სან პაულოში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ საზეიმო ვითარებაში საქართველოს საპატიო საკონსულოს ოფისი გახსნა, რომელსაც უხელმძღვანელებს საქართველოს საპატიო კონსული ქალბატონი კარმენ ლუსია პორტუ რუეტი.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქ. სან პაულოს და შტატის მუნიციპალური და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე სან პაულოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს-საფინანსო წრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგნელები.

ქ. სან პაულოში საპატიო საკონსულოს გახსნას მზარდი პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. აღნიშნული დაწესებულების გახსნით, იწყება ახალი ეტაპი ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას, სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურული თანამშრომლობის განვითარებას, ტურიზმის წახალისებას და ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას.

გახსნის საზეიმო ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი მედია საშუალებების მიერ.