საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტაჟირება საქართველოს საელჩოში

კონკურსი სტაჟირების გავლის შესახებ კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

• განაცხადების გადარჩევა;

• გასაუბრება;

 

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელიდოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

 

სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.სასურველია:

• მეორე უცხო ენის ცოდნა;

• სამუშაო ან სასწავლო გამოცდილება საზღვარგარეთ.

 

მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობა: 1სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა: 2018 წლის 19 თებერვალის

ტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე.

 

კონკურსთან დაკავშირებული ყოველი მომდევნო ინსტრუქცია განთავსდება ბრაზილიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://brazil.mfa.gov.ge/index.php?sec_id=804&lang_id=

დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ყოველდღე (არასამუშაო დღეების გარდა), კონკურსის დასრულებამდე პერიოდში დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00 -14:00 სთ) შემდეგ ტელეფონზე: +55 61 33661101 ან ელ. ფოსტაზე: brazil.emb@mfa.gov.geაუცილებელია კანდიდატებმა წარსადგენი დოკუმენტები გადმოაგზავნონ ელ. მისამართზე brazil.emb@mfa.gov.ge