საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის დამყარდა 1993 წლის 28 აპრილს.

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩი:

  • დავით სოლომონია - 2016 - დღემდე
  • ოთარ ბერძენიშვილი - 2011 წლის აგვისტოდან - 2016 წლის 1 ოქტომბრამდე.

საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩები:

  • სისერო მარტინს გარსია- (რეზიდენციით ქ. თბილისი) 2015 10 აგვისტოდან - დრემდე.
  • კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორა (რეზიდენციით ქ. თბილისი) 2012 იანვრიდან - 2015 წლის აგვისტომდე.

2010-2011 წლებში საქართველოს დიპლომატიური გადაფარვა ხდებოდა თურქეთშიბრაზილიის საელჩოდან.

  • კარლოს ანტონიო დე როსა პარანიოსი - 2008-2010 წწ. (რეზიდენციით ქ. მოსკოვი);
  • კარლოს აუგუსტო სანტოს ნევესი - 2004-2008 წწ. (რეზიდენციით ქ. მოსკოვი);
  • ჟოზე ვიეგას ფილიო - 2001-2003 წწ. (რეზიდენციით ქ. მოსკოვი);
  • ტერეზა მარია მაჩადო - 1997-2011 წწ. (რეზიდენციით ქ. მოსკოვი).

განხორციელებული ვიზიტები და შეხვედრები:

2010 წლის 18 თებერვალს ქ. თბილისში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციებიბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა დასაქართველოს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს შორის.

2010 წლის 26 აპრილს ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქ ბრაზილიაშიგაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველო-ბრაზილიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების საკითხები და ასევეგანისაზღვრა თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები და მიმართულებები.

2010 წლის ივლისში გაიხსნა საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულრესპუბლიკაში. 2011 წლის 1 იანვარს ბრაზილიაში საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიან ელჩად დაინიშნა ოთარ ბერძენიშვილი.

2010 წლის ნოემბერში გაერო-სთან ლათინური ამერიკის ქვეყნების ელჩების ვიზიტისფარგლებში საქართველოს ეწვია გაერო-ში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკისმუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ქალბატონი რეგინა მარია კორდეირო დანლოპი.

2011 წლის 10 ივნისს საქართველოს ეწვია თურქეთის რესპუბლიკაში ბრაზილიის საგანგებოდა სრულუფლებიანი ელჩი ბატონი მარსელო ჟარდიმი.

2011 წლის ივნისში გაიხსნა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსაქართველოში. დანიშნული ელჩია ბატონი კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორა.

2011 წლის 16 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეს დავითჯალაღანიასა და საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს კარლოსალბერტო ლოპეს ასფორას შორის გაიმართა შეხვედრა, რომელიც გაცნობით ხასიათსატარებდა.

2011 წლის 25-26 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ეწვიაბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას. 25 აგვისტოს გრიგოლ ვაშაძე შეხვდა ბრაზილიისენერგეტიკისა და წიაღისეულის მინისტრს ედისონ ლობაოს და ბრაზილიის სენატისსაგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ფერნანდო კოლორდე მელოს;

26 აგვისტოს შეხვედრა გამართა ბრაზილიის საგარეო ურთიერთობათა მინისტრთანანტონიო აგუიარ პატრიოტასთან.

2012 წლის 16-19 აპრილს ბრაზილიას ვიზიტით ეწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრინიკა გილაური. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მ.წ. 17-18 აპრილს გამართულ „ღია მმართველობის პარტნიორობის" მაღალი დონის კონფერენციაში(OGP). ასევე გაიმართა შეხვედრები ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტთან მიშელ ტემერთან, ბრაზილიის საგარეო ურთიერთობათა მინისტრთან ანტონიო პატრიოტასთან და ქვეყნისუმსხვილესი ინდუსტრიული კომპანიების პრეზიდენტებთან.

2012 წლის 20-22 ივნისს, ქ. რიო დე ჟანერიოში გაიმართა გაერო-ს მდგრადი განვითარების კონფერენცია "რიო+20", რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას ხელმძღვანელობით. საქართველოს დელეგაციაში ასევე იყვნენ გარემოს დაცვის მინისტრი გიორგი ხაჩიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.

2013 წლის 12 მარტს საქართველოს ვიზიტით ეწვია ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვერა მაშადო. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე, გაიმართა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და ბრაზილიის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკურ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი, სადაც განიხილეს ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და კულტურული ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხები.

2013 წლის 2-4 აპრილს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ოფიციალური ვიზიტი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კულტურის მინისტრთან, დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტთან, ბრაზილიის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან, ქვეყანაში აკრედიტებული ლათინური ამერიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან; ასევე მინისტრმა წაიკითხა ლექცია საქართველოს შესახებ ბრაზილიის დიპლომატიურ სასწავლებელში - რიო ბრანკოს ინსტიტუტში. ვიზიტის დროს გაფორმდა ურთიერთგაგებათა მემორანდუმი „ბრაზილიის საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს რიო ბრანკოს ინსტიტუტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრს შორის", რომელსაც ქართული მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მყოფმა საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ყიფშიძემ.

2013 წლის 20 მაისს საქართველოს ეწვია ბრაზილიელ ბიზნესმენთა დელეგაცია ბრაზილიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური მდივნის მოადგილის აჯილ და როშა ვიანას ხელმძღვანელობით.

2013 წლის 3-6 ნოემბერს შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მანანა კობახიძის ხელმძღვანელობით.

2016 წლის 29 ოქტომბერს, ბრაზილიას ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსდელეგაცია, მინისტრის პირველი მოადგილის, ბატონი დავით ზალკალიანისხელმძღვანელობით. ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პორტუგალიურენოვანიქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) მინისტრთა XXI და სახელმწიფო მეთაურთა XI კონფერენციაში. კონფერენციაში მონაწილეობის პარალელურად, გაიმართა ორმხრივიშეხვედრები თანამეგობრობის წევრი ქვეყნების დელეგაციებთან

სამართლებრივი ბაზა:

ურთიერთგაგებათა მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა დაბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა სამინისტროსშორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ.. ხელი მოეწერა 2011 წლის 26 აგვისტოს.

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკისმთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტებისმფლობელების სავიზო ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ.. ხელი მოეწერა 2011 წლის 26 აგვისტოს, ძალაშია 2011 წლის 29 ოქტომბრიდან.

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა დაბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობისა დასურსათის სამინისტროს შორის აგრო-სამრეწველო სფეროში ეკონომიკური დასამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. ხელი მოეწერა 2011 წლის 24 ოქტომბერს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიისფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობისსფეროში. ხელი მოეწერა 2012 წლის 16 აპრილს.

ძირითადი შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციულირესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. ხელი მოეწერა 2011წლის 26 აგვისტოს. ძალაში ჯერ არ შესულა.

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკისმთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის