საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კოლუმბიის რესპუბლიკა

საქართველოსა და კოლუმბიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1997 წლის 6 ივნისს.

კოლუმბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი:

  • დავით სოლომონია - 2016 - დღემდე
  • ოთარ ბერძენიშვილი (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) – 2012 წლის ივლისიდან - 2016 1 ოქტომბრამდე პერიოდში).

განხორციელებული ვიზიტები და შეხვედრები:

2010 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო კოლუმბიის პრეზიდენტისინაუგურაციის ცერემონიალს.

2012 წლის 23 მარტს ქ. თბილისში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსადა კოლუმბიის მხარეთა შორის, რომლის დროსაც განხილულ იქნა ქვეყნებს შორისპოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისპერსპექტივები და განისაზღვრა თანამშრომლობის მიმართულებები.

2012 წლის 20-24 ივლისს, კოლუმბიას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.

2012 წლის 1-3 ოქტომბერს შედგა კოლუმბიის დიპლომატიური აკადემიის დირექტორი მარია ტერესა აია სმიტმანის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთირთგაგებათა მემორანდუმს კოლუმბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრს შორის.

კოლუმბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი:

http://www.cancilleria.gov.co/

სამართლებრივი ბაზა:

ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კოლუმბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“.

შეთანხმება „კოლუმბიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ”.