საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პერუს რესპუბლიკა

პერუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 2010 წლის 14 იანვარს.

პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი::

  • დავით სოლომონია - 2016 - დღემდე
  • ოთარ ბერძენიშვილი (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) - 2011 წლის ნოემბრიდან - 2016 წლის 1 ოქტომბერამდე პერიოდში.

განხორციელებული ვიზიტები და შეხვედრები:

2010 წლის ოქტომბერში პერუს დედაქალაქ ლიმაში გაიმართა პოლიტიკურიკონსულტაციები საქართველოსა და პერუს მხარეთა შორის. განიხილეს ორმხრივიპოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისპერსპექტივები.

2010 წლის ნოემბერში გაერო-სთან ლათინური ამერიკის ქვეყნების ელჩების ვიზიტისფარგლებში საქართველოს ეწვია გაერო-ში პერუს რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლისმოადგილე რობერტო როდრიგესი.

2011 წლის 28 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობამიიღო პერუს პრეზიდენტის ოლანტა ჰუმალას ინაუგურაციის ცერემონიალში.

2012 წლის 9 აგვისტოს შეიქმნა პერუ-სქართველოს შორის საპარლამენტო მეგობართა ჯგუფი.

სამართლებივი ბაზა:

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა დაპერუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის საერთო ინტერესისსაკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების პროცედურების შესახებ. ხელიმოეწერა 2010 წლის 29 ოქტომბერს.

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და პერუს რესპუბლიკის მთავრობას შორისდიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისსავიზო ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ. ხელი მოეწერა 2010 წლის 29ოქტომბერს. ძალაშია 2011 წლის 22 თებერვლიდან.

პერუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი:

www.rree.gob.pe

ეკონომიკური თანამშრომლობა:

სავაჭრო ბრუნვა 2012 წლის იანვარი-მაისი (ათასი აშშ დოლარი)

ექსპორტი: 2 258.0

იმპორტი: 36.1

სალდო: 2 221.8