ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლისგანხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოთა ვაჭრობას.

ხსენებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის, მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და ეფექტური გამოძიების მიზნით საქართველოში წლების მანძილზე დინამიურად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. შექმნილია ადამიანის ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (http://www.atipfund.gov.ge/), რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით. სახელმწიფო ფონდს გააჩნია ცხელი ხაზი (+995 32) 2 100 229.

ამასთან, გთხოვთ, გაეცნოთ იმ რჩევებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვასთან:

რჩევები საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის:

თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. დაიცავით საფრთხოების ზომები და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი.

ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს უცხოეთში სწავლასთან, მუშაობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით. ნუ ენდობით პირებს, რომელიც გპირდებიან ვიზით უზრუნველყოფას საკონსულოში თქვენი პირადად გამოცხადების გარეშე.

გახსოვდეთ, რომ უცხოეთში არალეგალური გზით გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული.

ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას.

წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები.

თუ თქვენ გაქვთ საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით გამგზავრება/ ყოფნა, გახსოვდეთ, რომ თქვენი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას მხოლოდ შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შეძლებთ. არ დათანხმდეთ შრომით ურთიერთობაში შესვლის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.

გახსოვდეთ!

დანიშნულების სახელმწიფოში ჩასვლისთანავე დაუყონებლივ აცნობებთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ და დადექით საკონსულო აღრიცხვაზე.

თუ თქვენ ტრეფიკინგის მსხვერპლი ხართ და საჭიროებთ დახმარებას:

თუ თქვენ ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი გახდით მიმართეთ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებებს, რომელიც დაიცავს თქვენს უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, სიცოცხლეს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში.

თუ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, სადაც არ არის საქართველოს საელჩო ან საკონსულო დაწესებულება, თქვენ უნდა მიმართოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ან დაგვიკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე.

ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული პირი სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობით, სარგებლობს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებით.

დამატებით, მოგაწვდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული ცხელი ხაზის ტელეფონების კოორდინატებს და იმ შემთხვევაში თუ თქვენი უფლებები და ინტერესები იქნება შელახული, გთხოვთ, დაუყოვნელივ დაუკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:

  • (+ 995 32) 294 50 50 - სამუშაო საათებში - 09:30 დან- 18:30 სთ-მდე;
  • (+995) 577 98 40 20 - გადაუდებელ და ფორს-მაჟორულ შემთხვევებში - 24 საათის განმავლობაში;

ელ. ფოსტის მისამართია: consulinfo@mfa.gov.ge.

 

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შეგიძლიათ მიმართოთ:

საქართველოს საელჩოს:

QI 07 conj. 11 casa 01 Lago Sul CEP 71.615-310 - Brasilia - DF

ტელ.: (+5561) 33661101 ფაქსი: (+5561) 33661161

ელ. ფოსტა: brazil.emb@mfa.gov.ge

ცხელი ხაზი: (+55 61) 99867899

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ ოფისს სამხრეთ ამერიკაში:

International Organization for Migration (IOM)
Regional Office for South America
Av. Callao 1033, 3° piso
C1023AAD Buenos Aires
Argentina

Tel:

+54.1 15 219 20 33


+54.1 15 219 20 34


+54.1 15 219 20 35

Fax:

+54.1 14 816 45 96

Email:

ROBuenosAires@iom.int

Country Website:

http://www.oimconosur.org/

 

კოლუმბიის რესპუბლიკაში ადამიანთა ვაჭრობის/ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ჩართულები არიან კოლუმბიის შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო ურთიერთობათა სამინისტრო, ეროვნული თავდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, გენერალური პროკურორის ოფისი, ეროვნული პოლიცია და კოლუმბიის საემიგრაციო სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტრო - https://www.mininterior.gov.co/

საგარეო ურთიერთობათა სამინისტრო - http://www.cancilleria.gov.co/

ეროვნული თავდაცვის სამინისტრო -  http://www.mindefensa.gov.co/irj/portal/Mindefensa?guest_user=Guest_MDN

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო - https://www.minsalud.gov.co/Paginas/default.aspx 

განათლების სამინისტრო - http://www.mineducacion.gov.co/1621/w3-channel.html

გენერალური პროკურორის ოფისი - http://www.fiscalia.gov.co/colombia/

ეროვნული პოლიცია - http://portal.policia.gov.co/en-us/Pages/default.aspx 

კოლუმბიის საიმიგრაციო სამსახური - http://www.migracioncolombia.gov.co/

კოლუმბიაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) - http://www.oim.org.co/

OIM Organización Internacional para las Migraciones - Misión en Colombia

Carrera 14 N° 93B-46 Tel +57 1 6397777 iombogota@iom.int
Bogotá D.C

სურინამის რესპუბლიკაში შეგიძლიათ მიმართოთ:

Ministry of Justice and Police

 Working Group Counter-Trafficking in Persons

Tel. (+597) 473166

Bureau Victim Assistance

Tel. (+597)424016

Bureau Women and Children Policy

Tel. (+597)473027

 

საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ინტერნეტ ბმულები:

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო -ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა - http://mfa.gov.ge/MainNav/ConsularInformation/Trafficking.aspx

- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო -ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო      საკოორდინაციო საბჭო - http://www.justice.gov.ge/Ministry/Department/309

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - ადამიანით ვაჭრობა - http://police.ge/ge/projects/adamianit-vachroba

- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი - http://www.atipfund.gov.ge/index.php/ka/news

საქართველოს მთავარი პროკურატურა

- უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭო - http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=42

- სახელმწიფო ფონდი - http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=43

- სამოქმედო გეგმა - http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=42

- ეროვნული ფედერალური მექანიზმი - http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=38

- საერთაშორისო თანამშრომლობა - http://pog.gov.ge/geo/international?info_id=14


 

 
 

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 7 8
9 11 12 13 14 15
16 17 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ