ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

კონსტანტინე საბიაშვილის სამუშაო ვიზიტი კოლუმბიის რესპუბლიკაში

Brazil/parlamentis_vice_spikeri.jpg

მიმდინარე წლის 6-10 მაისს, კოლუმბიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) საქმეთა დროებითი რწმუნებული, კონსტანტინე საბიაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში.

ვიზიტისას გაიმართა კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრები კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, კოლუმბიის საერთაშორისო თანამშრომლობის საპრეზიდენტო სააგენტოში (APC-COLOMBIA), ქ. ბოგოტას სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, კოლუმბიის გადასახადებისა და შემოსავლების სამსახურში (DIAN) და კოლუმბიის ეროვნულ სენატში.

8-9 მაისს შეხვედრები გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის, პოლიტიკური დეპარტამენტისა და კულტურულ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან.შეხვედრებისას განხილულ იქნა საქართველოსა და კოლუმბიას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა, სამომავლო პერსპექტივები და კონკრეტული გეგმები, როგორიცაა ხელისუფლების აღმასრულებელი და საპარლამენტო რგოლების თანამშრომლობა, ქვეყნებს შორის მაღალი რანგის დელეგაციების გაცვლა. დაისახა კონკრეტული ნაბიჯები კულტურისა და სპორტის სფეროში. შეხვედრებისას მნიშნელოვანი ადგილი დაეთმო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, თანამშრომლობას საერთაშორისო ასპარეზზე და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განხილვას.

9 მაისს კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართამ შეხვედრა კოლუმბიის საერთაშორისო თანამშრომლობის საპრეზიდენტო სააგენტოში (APC-COLOMBIA). შეხვედრის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა საქართველოში გატარებული რეფორმების კოლუმბიური მხარისათვის გაზიარება.აღსანიშნავია, რომ სამუშაო მივლინების პერიოდში, კოლუმბიის გადასახადებისა და შემოსავლების სამსახურის (DIAN) მიწვევით, ბოგოტაში იმყოფებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოთხკაციანი დელეგაცია. დელეგაციის ვიზიტის უმთავრეს მიზანს სწორედ ქართული რეფორმებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში ქართული მხარის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. საქართველოს დელეგაციის ვიზიტს დადებითი შეფასება მოჰყვა კოლუმბიის სამთავრობო უწყებებიდან.

მიმდინარე წლის 10 მაისს, ქართული მხარის ინიციატივით, შეხვედრა შედგა ქ. ბოგოტას სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, სადაც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კოლუმბიას შორის ბიზნეს-ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავების საკითხები, გაიმართა პრეზენტაცია, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ.მხარეები შეთანხმდნენ საქართველოსა და ქ. ბოგოტას სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე.

კონსტანტინე საბიაშვილმა შეხვედრა გამართა კოლუმბიის ეროვნული სენატის ვიცე-პრეზიდენტთან, ბატონ - ივან ნამესთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და კოლუმბიას შორის ორმხრივი და რეგიონული ფორმატით გათვალისწინებული საკითხები. მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურება და საკანონმდებლო დელეგაციათა ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა. ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა სრული მხარდაჭერა ქვეყნებს შორის კულტურისა და სპორტის სფეროში დაგეგმილი პროექტების მიმართ.სენატის ვიცე-პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა შეხვედრები კოლუმბიის ეროვნული სენატის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, სადაც კოლუმბიელმა პოლიტიკოსებმა გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და გამოთქვეს მზაობა ქვეყნებს შორის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურებისათვის.

Brazil/parlamentis_vice_spikeri.jpgBrazil/savawro_palata_1.jpgBrazil/colombia_-_europe.jpgBrazil/presentacia.jpgBrazil/sam_delegacia_1.jpgBrazil/senate-ex-president.jpgBrazil/vice_spikeri_2.jpg

 
 

დავით სოლომონია

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ