ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ჩემთვის დიდი პატივია, ვემსახურო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
მიუხედავად საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებული დიდი გეოგრაფიული მანძილისა, საერთო დემოკრატიულ ფასეულობებზე, ურთიერთპატივისცემის, საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებსა და სამართალზე დაფუძნებულმა თანამშრომლობამ, გასული წლების განმავლობაში, ჩამოაყალიბა განსაკუთრებით ახლო, თბილი და მეგობრული ურთიერთობები ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის.
საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, თუმცა მისი კულტურა და სახელმწიფოებრიობა არა ერთ ათასწლეულს ითვლის. თავისი ისტორიის მანძილზე, საქართველოში შეიქმნა მრავალი მატერიალური თუ არამატერიალური კულტურის ძეგლი, არა ერთი მათგანი UNESCO-ს მიერ აღიარებულია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებად. მსოფლიოს დამოუკიდებელ 14 ანბანს შორის ქართული ანბანი ერთ-ერთი უძველესია. საქართველოში აღმოჩენილი 7000 წლის არქეოლოგიური არტეფაქტები ადასტურებენ, რომ საქართველო უდავოდ ღვინის სამშობლოა. არსად მსოფლიოში არ იძებნება ღვინის წარმოების ესოდენ ძველი ნაკვალევი.
საქვეყნოდ ცნობილმა ქართულმა სტუმართ მოყვარეობამ, საქართველოს მდიდარმა და მრავალფეროვანმა ბუნებამ, ისტორიული, გეოლოგიური და ბუნებრივი ძეგლების სიმრავლემ, უნიკალურმა სამზარეულომ, ორიგინალურმა, ყველასაგან განსხვავებულმა ფოლკლორმა, საქართველოს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდავ ტურისტულ მიმართულებად აქცია, სადაც ყოველწლიურად უფრო მეტი ვიზიტორი ჩადის, ვიდრე მოსახლეობაა.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველომ დემოკრატიულ ფასეულობებზე და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე ორიენტირებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური რეფორმების გზა აირჩია. დღეისათვის, საქართველო, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა, წარმოადგენს ლიდერს რეგიონში, ხოლო სოციალური და ეკონომიკური რეფორმების შედეგად საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ არის აღიარებული.
ჩვენ, საქართველოში, გვჯერა, რომ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ღია, ლიბერალური მოდელი არის არამარტო სახელმწიფოთა ეკონომიკური და სოციალური პროგრესის, არამედ საერთაშორისო სტაბილურობის და მშვიდობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. საქართველოს, რომელიც WTO-ს წევრია 2000 წლიდან, გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან, EFTA-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და ყველა უშუალო მეზობელთან, ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები ინდოეთთან და სხვა სახელმწიფოებთან.
საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდგომარეობა, ინოვაციური შესაძლებლობები, ასევე არსებული კარგი საინვესტიციო გარემო, ქვეყანას ხდის მიმზიდველს საერთაშორისო ინვესტორებისათვის, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და სხვა.
საქართველოს ტერიტორიაზე გადის არაერთი საკვანძო საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორი აღმოსავლეთ-დასვლეთის მიმართულებით, გარდა ამისა, ქვეყანას კვეთს რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მილსადენი. საქართველო ასევე წარმოადგენს ისტორიული „აბრეშუმი გზის“ საერთაშორისო პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს, ყოველივე ეს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში კაპიტალის დაბანდებას მიმზიდველ მიმართულებას ხდის.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია და მისი გაღრმავება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას.
და ბოლოს, მინდა მადლობა მოგიხადოთ საქართველოსადმი თქვენი ინტერესისათვის და ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს ვებ გვერდზე სტუმრობისათვის. გვერდი დაგეხმარებათ სრული წარმოდგენა შეგექმნათ საელჩოს მუშაობის პრინციპებისა და შეთავაზებული მომსახურების შესახებ. ამ მისამართზე, ასევე Twitter-ისა (@GeoEmbaixada) და FB (@embaixadadageorgia) გვერდებზე შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველო ბრაზილიის თანამშრომლობის დღის წესრიგს და იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი მონაწილოებით ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის უფრო მრავალფეროვანს გავხდით.
 
 

დავით სოლომონია

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ