ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქმეთა დროებითი რწმუნებულის კონსტანტინე საბიაშვილის სამუშაო ვიზიტი ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში

მიმდინარე წლის 11-12 ნოემბერს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენლობაში საქმეთა დროებითი რწმუნებულმა კონსტანტინე საბიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ქვეყნის პრეზიდენტის - შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალის ბატონი ენტონი ტომას აკინას კარმონას მიერ პორტ-ოვ-სპეინში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისთვის ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებაში. ღონისძიების ფარგლებში შედგა ინტერაქცია ქვეყნის პრეზიდენტთან, ენტონი კარმონასთან, რომელსაც მადლობა გადავუხადე ქვეყნის პოზიციის გამო - იძულებით ადგილნაცვალ პირთა რეზოლუციის მხარდჭერასთან დაკავშირებით. თავის მხრივ პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობების გამყარებაზე. ასევე შედგა საუბარი საგარეო საქმეთა მინისტრთან, სენატორ - დენის მოსესთან, სადაც ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში თანამშრომლობის განმტკიცების საკითხებზე, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლისა და პოლიტიკური კონსულტაციების აუცილებლობას. ვიზიტის ფარგლებში დროებითმა რწმუნებულმა შეხვედრა გამართა ტრინიდადი და ტობაგოს საგარეო საქმეთა და კარიბის ქვეყნების გაერთიანების საკითხებში მუდმივ მდივანთან ჯენიფერ დანიელთან.

 
 

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ