ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველო კოლუმბია: პოლიტიკური კონსულტაციები

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში დავით ჯალაღანიამ და პატი ლონდონიომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის მთავრობების გადაწყვეტილებით 2015 წლიდან ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელთათვის ასევე მოქმედებს უვიზო რეჟიმი. პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი, კმაყოფილებით აღნიშნეს ურთიერთობებში არსებული მზარდი დინამიკა, მათ შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა. დაისახა თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი ნაბიჯები ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროებში. კოლუმბიელების მხრიდან განსაკუთრებული დაინტერესება გამოიხატა რაგბის მიმართულებით საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების კუთხით. აღინიშნა ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა რეგიონალურ და საერთაშორისო ფორმატებში.ამ კუთხით მხარეებმა განიხილეს წყნარი ოკეანის ალიანსის თავმჯდომარეობის პერიოდში კოლუმბიის პრიორიტეტები და ამ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები. „კოლუმბია საქართველოს ერთგული და აქტიური პარტნიორია ლათინური ამერიკისა და კარიბის ქვეყნებს შორის. კოლუმბია, საქართველოს მსგავსად ლათინურ ამერიკაში არის რეგიონში ერთგვარი დამაკავშირებელი ჰაბის როლის მატარებელი ქვეყანა. დღეს გავმართეთ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეხუთე რაუნდი და ვისაუბრეთ ორმხრივი, მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა კოლუმბიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას. ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში კოლუმბიის დელეგაციის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში და ეროვნულ მუზეუმში.

 
 

დავით სოლომონია

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ