ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედა სურსათის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით

codexმიმდინარე წლის 3-7 აპრილს, ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა „კოდექს ალიმენტარიუსის" (codex alimentarius ) კომიტეტის მორიგი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ბატონი ზურაბ ჩეკურაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან, ბატონ ჟოზე ლუის რავანიანი ვარგასთან.

განხილვის საგანს წარმოადგენდა ბრაზილიიდან საქართველოში ექპორტირებული ხორცის პროდუქტების ხარისხთან დაკავშირებული საკითხები.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში, ბოლო პერიოდში მიმდინარეობს გამოძიება ხორცის მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც დაიხურა რამოდენიმე საწარმო და შეეზღუდა პროდუქციის ექპორტის უფლება.

ბრაზილიურმა მხარემ ქართულ მხარეს მიაწოდა სრული ინფორმაცია გამოძიების მსვლელობისა და ბრაზილიის მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ინფორმაციის დროულად გაცვლის მიზნით, უწყებები გამოყოფენ სპეციალურ კოორდინატორებს.

საუბრის დასასრულს, ქართულმა მხარემ ოფიციალურად მიიწვია ბრაზილიის სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქმეთა დროებითი რწმუნებული- კონსტანტინე საბიაშვილი და საელჩოს მრჩეველი- გიორგი სირბილაძე.

 
 

დავით სოლომონია

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ