ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საელჩოს მიერ გამართული შეხვედრები რიო-დე-ჟანეიროს მუნიციპალიტეტში

2017 წლის 5 აპრილს, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა-კონსტანტინე საბიაშვილმა და საელჩოს მრჩეველმა- გიორგი სირბილაძემ, გამართეს შეხვედრა ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს მერიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსთან - ბატონ ანტონიო ფერნანდო კრუზ დე მელოსთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის კულტურისა

 და ტურიზმის სფეროში თანამშრობლობის გააქტიურება. ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საუბარი შეეხო რიო-დე-ჟანეიროში ქართული კინოს, ღვინისა და სამზარეულოს კვირეულის ორგანიზების შესაძლებლობას. ყურადღება ასევე გამახვილდა ბრაზილიისა და საქართველოს რეგიონების/ქალაქების დაძმობილების საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

აღნიშნული საკითხები ასევე განხილულ იქნა, მ.წ 6 აპრილს, რიო-დე-ჟანეიროს შტატის გუბერნატორის ოფისის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსთან, ბატონ პედრო სპადალისთან გამართულ შეხვედრაზე. ბრაზილიურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ტურისტული და კულტურული პოტენციალის შესახებ.

ბატონმა სპადალიმ გამოთქვა სურვილი, როგორც შტატის, ისე ქალაქის ხელმძღვანელობის დონეზე, მოხდეს მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა. რიო-დე-ჟანეირო წარმოადგენს რა ბრაზილიის კულტურულ ცენტრს, ნებისმიერი აქტივობა ამ მიმართულებით დადებითად აისახება საქართველოს იმიჯზე.

 
 

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ