ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქმეთა დროებითი რწმუნებულის სამუშაო ვიზიტი ტრინადი და ტობაგოს, სურინამისა და გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკებში.

მიმდინარე წლის 17-26 აპრილს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული - კონსტანტინე საბიაშვილი, სამუშაო ვიზიტით ეწვია ტრინიდადი და ტობაგოს, სურინამისა და გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკებს.ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები აღიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა საინისტროებში. შეხვედრებისას განხილულ იქნა, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. განხილულ იქნა ასევე რეგიონებში მიმდინარე მოვლენები.გაიანაში ვიზიტისას საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა შეხვედრა ასევე გამართა, ქ. ჯორჯთაუნში კარიბის გაერთიანების სამდივნოს გენერალური მდივნის მრჩეველთან საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ბ-ნ კოლინ გრანდენსონთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კარიბის რეგიონის ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივების შესაძლებლობა.

 
 

დავით სოლომონია

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ