ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქმეთა დროებითი რწმუნებულის კონსტანტინე საბიაშვილის სამუშაო ვიზიტი პერუს რესპუბლიკაში

Brazil/peru_3.jpg

2017 წლის 7 -10 ივნისის პერიოდში საქმეთა დროებითი რწმუნებული კონსტანტინე საბიაშვილი დაესწრო - "ალ ესტე დე ლიმას" ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის VIII კინოფესტივალის ფარგლებში გამართული ქართული კინოფილმების ჩვენებას (7-17 ივნისი. აღსანიშნავია, რომ ქართული ფილმების ფართო საზოგადოებისთვის ჩვენება პერუს რესპუბლიკაში გაიმართა პირველად და დაიმსახურე მაყურებელთა დიდი მოწონება. ფესტივალზე წარდგენილია 10 ფილმი. საქართველოს მხარეს კინო ფესტივალზე წარმოადგენდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, დავით ვაშაძის ხელმძღვანელობით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 8 ივნისს პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის - ქ-ნ პილარ დეზას ორგანიზებით გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობისა აღდგენისა და ქართული კინოფილმების ფესტივალს. მიღებას ესწრებოდნენ პოლიტიკური წრეების, პერუში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საპატიო სტუმრები.მიღებაზე სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ქართულ ღვინით. მიღება გააშუქეს პრესის წარმომადგენლებმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საპატიო კონსულმა პილარ დეზამ და საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კონსტანტინე საბიაშვილმა.

Brazil/peru_6.jpg Brazil/peru_2.jpgBrazil/peru_4.jpgBrazil/peru_7.jpgBrazil/peru_8.jpg

 
 

დავით სოლომონია

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ