ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

წყნარი ოკეანეთის ალიანსის სამიტი კალიში

საქართველოს დელეგაციის შემადგელობაში შედიოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გვარამ ხანდამიშვილი და კოლუმბიაში საქართველოს საელჩოს (რეზიდენციით ქ. ბარაზილია) მრჩეველი გიორგი სირბილაძე.

მინისტერიალის ფარგლებში, 29 ივნისს, მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა გაერთიანების წევრ და დამკვირვებელ ქვეყნებს. თავის გამოსვლაში, დავით ჯალაღანიამ ხაზი გაუსვა ლათინური ამერიკის რეგიონთან პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოების წარმატებულ პროცესს. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ეკონომიკური განვითრების ლიბერალური მოდელის წარმატების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და რეგიონული სავაჭრო ბლოკები, ასევე პარტნიორ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების ეფექტური ფუნქციონირება. სიტყვით გამოსვლისას, დავით ჯალაღანიამ ისაუბრა უკეთესი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე. ამასთან, მინისტრის მოადგილემ მზადყოფნა გამოხატა საქართველოს მიერ ლათინური ამერიკის რეგიონის ქვეყნებისათვის საკუთარი გამოცდილების გაზიარების თაობაზე.

მინისტერიალის ფარგლებში, დავით ჯალაღანიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ჰონდურასის, პანამისა და მექსიკისა და კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებთან, ასევე საშუალება მიეცა ხანმოკლე შეხვედრა გაემართა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან, როდოლფო ნინ ნოვოასთან.

შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშორმლობის საკითხები, ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის მნიშვნელობას, სხვადასხვა სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების პერსპექტივებსა და რეგიონულ გაერთიანებებსა და ფორმატებში ჩართულობას. დავით ჯალაღანიამ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსთვის პრიორიტეტული რეზოლუციების და კანდიდატურების მხარდაჭერისთვის.

რეგიონის ქვეყნების დიპლომატები მიესალმნენ საქართველოს ჩართულობას ლათინურ ამერიკაში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში და გამოთქვეს პრიორიტეტული მიმართულებებით შემდგომი თანამშრომლობის მზაობა.

 

 
 

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ