ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო

Brazil/gerbi_3.jpg

4.08.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს, ავღანეთში, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებზე განხორციელებული თავდასხმისას, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს ჯარისკაცის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის სერჟანტი ბებიაშვილი მსახურობდა ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, სადაც საქართველოს, როგორც ნატო-ს მომავალ წევრს და საიმედო პარტნიორს, საკუთარი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებასა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი დაღუპვა დიდი დანაკლისია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ასევე, თავდასხმის დროს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს სამინისტრო სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

 
 

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ