ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) მინისტრთა საბჭოს რიგით XXII შეხვედრა

Brazil/CPLP_1.jpg

2017 წლის 20 ივლისს, ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) მინისტრთა საბჭოს რიგით XXII შეხვედრა, რომელშიც ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩომ. შეხვედრის ფარგლებში, დამკვირვებელ ქვეყნებს მოგვეცა შესაძლებლობა, გაგვეკეთებინა ერთიანი განცხადება, რომელიც დაერთო თანამეგობრობის მიერ მიღებულ დეკლარაციას. დეკლარაციაში საუბარია სამ ძირითად ელემენტზე, რომელიც შემუშავებულ იქნა ბრაზილიის, როგორც თანამეგობრობის თავმჯდომარე ქვეყნის მიერ.  პირველი ელემენტი გულისხმობს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სფეროების გაზრდასა და არსებული ურთიერთობების განმტკიცებას.  მეორე ნაწილში საუბარია გაერთიანების წევრ და ასოცირებულ დამკვირვებელ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების არსებობის აუცილებლობაზე და ამ მხრივ სამომავლოდ დაგეგმილ ნაბიჯებზე.  მესამე ნაწილი ხაზს უსვამს პორტუგალიური ენის მნიშვნელობას და თანამეგობრობის გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით, გამოყოფს კულტურული ღონისძიებების გააქტიურებას მსოფლიოს მასშტაბით, პორტუგალიური ენის უფრო მეტი პოპულარიზაციისათვის. ერთიან განცხადებაში, გათვალისწინებულ იქნა საქართველოს მოსაზრებები, რაც გულისხმობდა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემას, ასევე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების თანახმად, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხებს.

Brazil/CPLP_2.jpgBrazil/CPLP_3.jpgBrazil/CPLP_4.jpg

 
 

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ