ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ვენესუელაში დაგეგმილ რეგიონულ არჩევნებთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ვენესუელაში დაგეგმილი რეგიონული არჩევნების მშვიდ, თავისუფალ, გამჭვირვალე, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. ვენესუელაში მიმდინარე კრიზისის პირობებში მოახლოებულ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, გადამწყვეტია ვენესუელელ ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების ყველა შესაძლებლობა მიეცეს. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რეგიონულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების არ ეძლევათ არჩევნების მონიტორინგის საშუალება. საქართველოს მთავრობა გამოხატავს წუხილს ვენესუელელი ხალხის უფლებების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით და უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა და პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და უზრუნველყოს მათი სიტყვის გამოხატვის თავისუფლება.

 
 

დავით სოლომონია

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ