საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რწმუნებათა სიგელების გადაცემა - ტრინიდადი და ტობაგო

2018 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ (რეზიდენციით ქ. ბრაზილია), რწმუნებათა სიგელები გადასცა ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, პაოლა-მეი უიქსს.


რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ტრინიდადის და ტობაგოს  რესპუბლიკის პრეზიდენტმა ქართველ დიპლომატთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, როგორც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ისე კარიბის ზღვის აუზის რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში.
ტრინიდადის და ტობაგოს  რესპუბლიკის პრეზიდენტმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების აუცილებლობას. მხარეებმა ისაუბრეს კულტურულ-ჰუმანიტარული განზომილებების შემდგომი განვითარების აუცილებლობაზეც. 
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების განმტკიცებასა და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე.
ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ ელჩს შემდგომ  საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, დავით სოლომონიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებისთვის.
ოფიციალურ ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები.