საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მონაწილეობა ლიმას ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-11 შევედრაში

2019 წლის 25 თებერვალს, კოლუმბიის დედაქალაქში გაიმართა ლიმას ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-11 შევედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგანგებო და სრულუფებიანი ელჩის - დავით სოლომონიას ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად იქნა მიწვეული სხდომაზე დამკვირვებლის სტატუსით.

ბოგოტაში ჩატარებული შეხვედრის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ვენესუელაში მიმდინარე კრიზისული სიტუაციის განხილვა, განსაკუთრებით კი 23 თებერვალს ნიკოლას მადუროს არალეგიტიმური რეჟიმის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეფერხების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად რთული მდგომარეობა, რაც შეფასდა როგორც ჰუმანიტარული კატასტროფა.

შეხვედრის დასასრულს მიღებულ იქნა ბოგოტას დეკლარაცია, რომელშიც ჯგუფის წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ ხუან გუაიდოს, როგორც ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს და გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას აღმოუჩინონ ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარება ვენესუელელ ხალხს და მათ მიერ დემოკრატიულად არჩეულ ეროვნულ ასამბლეას.