საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ვენესუელის დროებით პრეზიდენტთან, ხუან გუაიდოსთან.

ლიმას ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-11 შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა ელჩის, დავით სოლომონიას ორხმრივი შეხვედრა ვენესუელის დროებით პრეზიდენტთან, ხუან გუაიდოსთან. შეხვედრისას ვენესუელის მხარემ გამოხატა მადლიერება საქართველოს მთავრობის მიმართ ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებისა და თავისუფლების მხარდაჭერისადმი.

საუბრისას ხუან გუაიდომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით ჰუმანიტარული კატასტროფა უახლოეს პერიოდში დაიძლევა და გამოთქვა იმედი, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მადუროს რეჟიმი ამყოფებს ქვეყანას დემოკრატიული ტრანზიციის შედეგად დასრულდება.