საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ბრაზილიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან

2019 წლის 1 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიაში, დავით სოლომონია შეხვდა ბრაზილიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ქალბატონ ტერეზა კრისტინას.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ბრაზილიასა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის დარგში არსებული ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფორმატში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.