საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ბრაზილიის სავაჭრო და ბიზნეს პალატების ასოციაციების კონფედერაციის პრეზიდენტთან

2019 წლის 30 აპრილს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია შეხვდა ბრაზილიის სავაჭრო და ბიზნეს პალატების ასოციაციების კონფედერაციის პრეზიდენტს, ჟორჟი ტეიშეირა პინეირუს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო და ბრაზილიის სავაჭრო სამრეწველო პალატებსა და ბიზნეს გაერთიანებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის სავაჭრო მისიების გაცვლითი ვიზიტებისა და ერთობლივი ბიზნეს კონფერენციების ორგანიზების შესაძლებლობები.