საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელის შეხვედრა ბრაზილიის სამოქალაქო ავიაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან

2019 წლის 24 აპრილს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია შეხვდა ბრაზილიის სამოქალაქო ავიაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორს ჟოზე რიკარდო ბოტელიოს. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის კუთხით არსებული მზარდი ინტერესი და სამომავლო თანამშრომლობა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მჭიდრო კავშირურთიერთობების დამყარებას, შესაძლო პირდაპირი ფრენების უზრუნველყოფის პერსპექტივების ჩათვლით.