საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ეროვნული კონგრესის ფედერალური სენატის საგარეო საქმეთა და ეროვნული თავდაცვის კომიტეტის ახალ თავმჯდომარესთან

2019 წლის 16 მაისს, საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - დავით სოლომონია, ეროვნული კონგრესის ფედერალური სენატის საგარეო საქმეთა და ეროვნული თავდაცვის კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს, ნელსიონიო ტრადს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართელოსა და ბრაზილიას შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებისა და საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.