საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ბრაზილიის იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრთან

2019 წლის 1 ივლისი, ბრაზილია -  საქართველო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - დავით სოლომონია, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს - სერჟიო მორუს შეხვდა. 

შეხვედრისას განხილულ იქნა ქვეყნებს შორის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პერსპექტივები და მოლაპარაკებების გაგრძელების მზადყოფნა გამოითქვა იმ ხელშეკრულების პროექტზე მუშაობის დასრულების მიზნით, რომელიც სისხლისა და სამოქალაქო სამართლის სფეროებში სამართლებრივ ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოშიგანხორციელებული წარმატებული ინსტიტუციური და გამჭირვალე მმართველობის რეფორმების შესახებ, რის შედეგადაც მსოფლიო მასშტაბით ქვეყანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაჩინო მაგალითად იქცა. აღნიშნა, რომ ბრაზილია მიესალმება ამ მხრივ გამოცდილების გაზიარებას და გამოხატა მზადყოფნა, ხელი შუწყოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებას, რათა გაღრმავდეს ორმხრივი დარგობრივი თანამშრომლობა. 


თავის მხრივ ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ბრაზილიას შორის ურთიერთობების დინამიკა დადებითად ვითარდება და არსებობს პოტენციალი, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის პირობებში ეს კავშირები კიდევ უფრო განვითარდეს. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამომავლოდ გამოცდილების გაზიარებას და შესაბამისად თანამშროლობის არეალების გაზრდას მართლმსაჯულების სფეროში.