ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლისგანხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოთა ვაჭრობას.
ხსენებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის, მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და ეფექტური გამოძიების მიზნით საქართველოში წლების მანძილზე დინამიურად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. შექმნილია ადამიანის ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (http://www.atipfund.gov.ge/), რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით. სახელმწიფო ფონდს გააჩნია ცხელი ხაზი (+995 32) 2 100 229.
ამასთან, გთხოვთ, გაეცნოთ იმ რჩევებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენი უფლებების და კანონიერიინტერესების დაცვასთან:
რჩევები საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის:
თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. დაიცავით საფრთხოების ზომები და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი.
ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს უცხოეთში სწავლასთან, მუშაობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით. ნუ ენდობით პირებს, რომელიც გპირდებიან ვიზით უზრუნველყოფას საკონსულოში თქვენი პირადად გამოცხადების გარეშე.
გახსოვდეთ, რომ უცხოეთში არალეგალური გზით გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული.
ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას.
წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები.
თუ თქვენ გაქვთ საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით გამგზავრება/ ყოფნა, გახსოვდეთ, რომ თქვენი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას მხოლოდ შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შეძლებთ. არ დათანხმდეთ შრომით ურთიერთობაში შესვლის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.
გახსოვდეთ!
დანიშნულების სახელმწიფოში ჩასვლისთანავე დაუყონებლივ აცნობებთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ და დადექით საკონსულო აღრიცხვაზე.
თუ თქვენ ტრეფიკინგის მსხვერპლი ხართ და საჭიროებთ დახმარებას:
თუ თქვენ ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი გახდით მიმართეთ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებებს, რომელიც დაიცავს თქვენს უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, სიცოცხლეს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში.
თუ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, სადაც არ არის საქართველოს საელჩო ან საკონსულო დაწესებულება, თქვენ უნდა მიმართოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ან დაგვიკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე.
ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული პირი სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობით, სარგებლობს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებით.
დამატებით, მოგაწვდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული ცხელი ხაზის ტელეფონების კოორდინატებს და იმ შემთხვევაში თუ თქვენი უფლებები და ინტერესები იქნება შელახული, გთხოვთ, დაუყოვნელივ დაუკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:
- (+ 995 32) 294 50 50 - სამუშაო საათებში - 09:30 დან- 18:30 სთ-მდე;
- (+995) 577 98 40 20 - გადაუდებელ და ფორს-მაჟორულ შემთხვევებში - 24 საათის განმავლობაში;
ელ. ფოსტის მისამართია: consulinfo@mfa.gov.ge.
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შეგიძლიათ მიმართოთ:
საქართველოს საელჩოს:
QI 07 conj. 11 casa 01 Lago Sul CEP 71.615-310 - Brasilia - DF
ტელ.: (+5561) 33661101 ფაქსი: (+5561) 33661161
ელ. ფოსტა: brazil.emb@mfa.gov.ge
ცხელი ხაზი: (+55 61) 99867899
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ ოფისს სამხრეთ ამერიკაში:
International Organization for Migration (IOM)
Regional Office for South America
Av. Callao 1033, 3° piso
C1023AAD Buenos Aires
Argentina
კოლუმბიის რესპუბლიკაში ადამიანთა ვაჭრობის/ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ჩართულები არიან კოლუმბიის შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო ურთიერთობათა სამინისტრო, ეროვნული თავდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, გენერალური პროკურორის ოფისი, ეროვნული პოლიცია და კოლუმბიის საემიგრაციო სამსახური
შინაგან საქმეთა სამინისტრო - https://www.mininterior.gov.co/
საგარეო ურთიერთობათა სამინისტრო - http://www.cancilleria.gov.co/
ეროვნული თავდაცვის სამინისტრო - http://www.mindefensa.gov.co/irj/portal/Mindefensa?guest_user=Guest_MDN
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - https://www.minsalud.gov.co/Paginas/default.aspx
განათლების სამინისტრო - http://www.mineducacion.gov.co/1621/w3-channel.html
გენერალური პროკურორის ოფისი - http://www.fiscalia.gov.co/colombia/
ეროვნული პოლიცია - http://portal.policia.gov.co/en-us/Pages/default.aspx
კოლუმბიის საიმიგრაციო სამსახური - http://www.migracioncolombia.gov.co/
კოლუმბიაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) - http://www.oim.org.co/
OIM Organización Internacional para las Migraciones - Misión en Colombia
Carrera 14 N° 93B-46 Tel +57 1 6397777 iombogota@iom.int
Bogotá D.C
სურინამის რესპუბლიკაში შეგიძლიათ მიმართოთ:
Ministry of Justice and Police
Working Group Counter-Trafficking in Persons - Tel. (+597) 473166
Bureau Victim Assistance - Tel. (+597)424016
Bureau Women and Children Policy - Tel. (+597)473027
საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ინტერნეტ ბმულები:
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო -ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა - http://mfa.gov.ge/MainNav/ConsularInformation/Trafficking.aspx
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო -ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო - http://www.justice.gov.ge/Ministry/Department/309
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - ადამიანით ვაჭრობა - http://police.ge/ge/projects/adamianit-vachroba
- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი - http://www.atipfund.gov.ge/index.php/ka/news
საქართველოს მთავარი პროკურატურა
- უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭო - http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=42
- სახელმწიფო ფონდი - http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=43
- სამოქმედო გეგმა - http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=42
- ეროვნული ფედერალური მექანიზმი - http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=38
- საერთაშორისო თანამშრომლობა - http://pog.gov.ge/geo/international?info_id=14
იხილეთ მიმაგრებული ფაილები: