საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დამოუკიდებლობის დღის საზეიმო მიღება 2019

2019 წლის 30 მაისს, ქ. ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

მიღებას ესწრებოდნენ ქვეყნის ეროვნული კონგრესის, აღმასრულებელი, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონიამ. თავის სიტყვაში ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.

მიღების ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო, რომლის მსვლელობისას მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინის ისტორია, ქართული მეღვინეობის კულტურა და ღვინის უნიკალური სახეობები გააცნეს.