საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში
აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლომბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკაში და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა, რიო დე ჟანეიროს შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან დანიელა ბაროსთან.
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, გამოიცა ჟურნალ „EmbassyNews”-ის სპეციალური ნომერი, რომელიც სრულად საქართველოს მიეძღვნა.
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის შეხვედრა რიო-დე-ჟანეიროს შტატის კულტურის სახელმწიფო მდივანთან
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი მირცხულავამ შეხვედრა გამართა რიო-დე-ჟანეიროს შტატის კულტურის სახელმწიფო მდივანთან, დანიელე ბაროსთან.
რიო-დე-ჟანეიროს საპატიო მოქალაქის წოდება საქართველოს ელჩს
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ზურაბ მჭედლიშვილს, ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.
საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაციის შეხვედრა ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროში
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი მირცხულავამ შეხვედრა გამართა ვაჭრობის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და კულტურის მიმართულებით ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექს ჯიაკომელი და სილვასთან და გიმარაეშ როზას ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბრაზილიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ მჭედლიშვილი.
საქართველოსა და ბრაზილიის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი მირცხულავამ შეხვედრა გამართა ბრაზილიის კულტურის მინისტრ, მარგარეტ მენეზესთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბრაზილიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ მჭედლიშვილი.