საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატის პირველ ვიცე სპიკერთან

2019 წლის 12 ივნისს, საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - დავით სოლომონია, ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატის პირველ ვიცე სპიკერს - მარკუს პერეირას შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართელოსა და ბრაზილისს საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ურთიერთობები და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. 

საუბარისას განხილულ იქნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების განახლების საკითხი და ხაზი გაესვა საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.