შეხვედრა ბრაზილიის ფედერალური ოლქის საგარეო ურთიერთობათა სამსახურში
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა შეხვედრა გამართა ბრაზილიის ფედერალური ოლქის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსთან, პაკო ბრიტოსთან.
შეხვედრისას, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ბრაზილიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა, ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და ხალხთაშორის კავშირების განვითარების პერსპექტივებზე.
მხარეებმა გამოხატეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების და ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მზაობა.
