შეხვედრა ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლისა და ცერემონიალის დეპარტამენტის უფროსთან
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა შეხვედრა გამართა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა შეხვედრა გამართა ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლისა და ცერემონიალის დეპარტამენტის უფროსთან, ელჩთან, ფერნანდო ლუის იგრეჟასთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით წლის განმავლობაში დაიგეგმა რამდენიმე პროექტი, რომელთა მიზანი იქნება ქართული კულტურის პოპულარიზება და ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ცნობადობის გაზრდას.
