Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლომბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკაში და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში

ბრაზილიაში საქართველოს შესახებ ჟურნალი გამოიცა

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, გამოიცა ჟურნალ „EmbassyNews”-ის სპეციალური ნომერი, რომელიც სრულად საქართველოს მიეძღვნა.
 
გამოცემის სპეციალურ ნომერში მკითხველს შესაძლებლობა აქვს პორტუგალიურ და ინგლისურ ენებზე გაეცნოს ელჩის, ზურაბ მჭედლიშვილის ვრცელ ინტერვიუსა და მასალას საქართველოსა და ბრაზილიას შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკის, საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების, საინვესტიციო გარემოს, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და უნიკალური ტურისტული პოტენციალის შესახებ.
 
ჟურნალის სპეციალური გამოცემა წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ბრაზილიურ საზოგადოებაში საქართველოს ცნობადობის გაზრდის, ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებისა და საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის, მიმზიდველი საინვესტიციო და ტურისტული მიმართულების წარმოჩენის მიმართულებით.
 
გამოცემა გავრცელდება ბრაზილიის სახელმწიფო უწყებებში, დიპლომატიურ კორპუსში, აკადემიურ წრეებში, ბიზნეს სექტორსა და ფართო საზოგადოებაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს შესახებ ინფორმაციის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას.