Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლომბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკაში და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა შეხვედრა გამართა „ExpoDireito Brasil“-ის პრეზიდენტ, ლუის გუსტავო მულიასთან.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ბრაზილიურ მხარეს გააცნო საქართველოს თანამედროვე სახელმწიფო სერვისების, იუსტიციის სახლის წარმატებული მოდელის, ციფრული მმართველობისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით ბოლო წლებში მიღწეული შედეგები.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მაღალი დონის ვიზიტებისა და სამუშაო შეხვედრების გამართვის მიმართულებით. 

ასევე, განხილულ იქნა ქართული მხარის მონაწილეობის შესაძლებლობა „ExpoDireito Brasil“- ში.