რიოს "ქრისტეს ქანდაკების" განათება საქართველოს დროშის ფერებში
ა.წ. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს დროშის ფერებში განათდა კორკოვადოს მთაზე მდებარე ქრისტეს საქვეყნოდ ცნობილი ქანდაკება.
„ქრისტეს ქანდაკება“ რიოსა და მთლიანად ბრაზილიის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს 7 ახალ საოცრებათა შორის ერთ-ერთია.
გამომდინარე აქედან, მონუმენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად მილიონობით ადამიანის ხედვის არეალშია და შესაბამისად ქანდაკების განათება საქართველოს დროშის ფერებში ჩვენი ქვეყნის ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის.