Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა ბრაზილიურ ტურ-ოპერატორებთან

ბრაზილიის ტურიზმის სფეროში საქართველოს პოპულარიზაციის და მისი, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების დამკვიდრებისათვის 2019 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს საელჩომ უმასპინძლა ქვეყანაში მოქმედ ტურ-ოპერატორებს. 

შეხვედრის უმთავრეს მიზანს  საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება და ზოგადად ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სრულად წარმოჩენა წარმოადგენდა. ამ მხრივ დარგის სპეციალისტებთან გამართულ პრეზენტაციაზე წარდგენილ იქნა მასალა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების შესახებ. 

აღინიშნა, რომ უძველესი ისტორია, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, ორიგინალური სამზარეულო, ბუნებრივ-კლიმატური მრავალფეროვანება, არსებული კურორტები, ღვინის სამშობლოს სტატუსი გამოარჩევს საქართველოს ბევრი სხვა ქვეყანისაგან და აქცევს ოთხი სეზონის სასურველ ტურისტულ დანიშნულებად. 


საქართველოში სამოგზაუროდ გამგზავრებამდე სასურველი ტურის დაჯავშნისა და დაგეგმვის მიზნით, მოწვეულ სტუმრებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ტურიზმის შემადგენელი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.
ღონისძიების დასრულების შემდგომ, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ უნიკალური ქვევრის ღვინო, ქართული ჩაი და ტრადიციული ნუგბარი.