შეხვედრა რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის დირექტორთან
2019 წლის 24 მაისს, ბრაზილიაში🇧🇷 საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდს საზეიმოდ გადაეცა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და ინგლისური ეგზემპლარები.
საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - დავით სოლომონია და ბიბლიოთეკის დირექტორი ფრანსიშკუ გომეშ და კოშტა.
ბიბლიოთეკა მთლიანად პორტუგალიურენოვან სამყაროში უდიდესი და უძველესია და ამასთან, უმთავრეს საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენს პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის მასშტაბით.
საგულისხმოა, რომ ნებისმიერი მოვლენა, რომელიც უკავშირდება ამ ინსტიტუციას, მყისვე ხდება ხელმისაწვდომი მთლიანად ლუზოფონური სამყაროს აკადემიური წრეებისა და ლიტერატურის მოყვარულთათვის.