Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლომბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკაში და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში

შეხვედრა დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსთან

საქართველოს ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა შეხვედრა გამართა ბრაზილიის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსთან, ნილო დითცთან.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა საქართველოსა და ბრაზილიას შორის ურთიერთობების განვითარების დინამიკა. მხარეები შეთანხმდნენ შემეცნებითი ხასიათის პროექტის განხორციელებაზე, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ცნობადობას.

მხარეებმა გამოხატეს მზაობა ახალ საფეხურზე იქნას გადაყვანილი ქვეყნებს შორის არსებული საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა.