Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლომბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკაში და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში

შეხვედრა კომპანია Amazon Visto-ს დამფუძნებელთან

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ მჭედლიშვილმა საელჩოში უმასპინძლა კომპანია Amazon Visto-ს დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ჟოზე კარდოზო ნეტოს.
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველო-ბრაზილიის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება კი ეკონომიკურ ურთიერთობებს, ტურიზმის, განათლებისა და ეკოლოგიური/ბუნებრივი პროდუქტების ომხრივი ვაჭრობის სფეროში გაღრმავებას დაეთმო.
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბრაზილიის ამაზონის რეგიონისა და საქართველოს შორის ეკოტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებს. მხარეებმა იმსჯელეს გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.